პსჟ-სთან პირველ მატჩში განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ არნე სლოტმა რისკზე წასვლა გადაწყვიტა და ენფილდზე გასამართ საპასუხო შეხვედრაში ალექსანდერ ისაკი, ფლორიან ვირცი და უგო ეკიტიკე სასტარტო შემადგენლობაში ერთად მხოლოდ მეორედ დააყენა.
ისევე, როგორც მათი პირველი ერთობლივი თამაშისას, ყველაფერი ნაადრევად და ცუდად დასრულდა - ლივერპულს ისევ ტრავმების წყევლა დაატყდა თავს.
მატჩის დაწყებიდან 30 წუთიც არ იყო გასული, როცა ეკიტიკეს სველ მინდორზე ფეხის დაუცდა და მოედანზე დაეცა. ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. ეს ძალიან შემაშფოთებელი სანახაობა იყო როგორც კლუბისთვის, ისე საფრანგეთის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.
ლივერპულის ახალმა სამეულმა წინა მატჩშიც მხოლოდ 45 წუთი გაძლო.
ალექსანდერ ისაკმა ვერც ამჯერად ითამაშა სრულად, რადგან ფეხის მოტეხილობის შემდეგ ისევ არაა კარგ ფორმაში. ტრავმირებული ეკიტიკე მოჰამედ სალაჰმა შეცვალა.