ლუის ენრიკემ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ატლეტიკოსთან მატჩის წინ, პრესას გაესაუბრა.
გუნდები ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დღეს, 15 ივნისს, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
„ჩვენი ძლიერი მხარეები ყველა თამაშში ერთნაირია. ატლეტიკოსგან სრულიად განსხვავებული სტილი გვაქვს, მაგრამ ორივე კლუბი ძალიან მაღალი დონისაა.
ჩვენ ერთმანეთს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე დავუპირისპირდით, ჩვენსავე მოედანზე, სადაც, ჩემი აზრით, გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ დავმარცხდით. ამაში მდგომარეობს ზოგადად ფეხბურთის სიდიადე. ამ ტურნირზე ძალიან მოტივირებულები ვართ.
ხულიან ალვარესის გაუქმებული პენალტი რეალთან? არამგონია, რომ ეს კითხვა მე უნდა დამისვათ. სჯობს, ამაზე დიეგო სიმეონეს ჰკითხოთ." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
2024 წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მატჩში პსჟ-სა და ატლეტიკოს შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი სიმეონეს გუნდმა მატჩის მიწურულს, კონტრშეტევაზე გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ალვარესის პენალტი რეალთან იმის გამო გაუქმდა, რომ არგენტინელს ფეხი აუცურდა და ბურთს დარტყმამდე შეეხო.