უეფას სუპერ თასის წინ პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პარიზულ ატმოსფეროზე ისაუბრა.
"როცა პარიზში დადიხარ, ხალხი მადლობას გიხდის. ისინი მადლობას იხდიან და გეხუტებიან. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი რამ არის, რასაც ვაფასებ, როგორც გამოცდილი მოთამაშე და მწვრთნელი.
ხვდები ხალხს, რომელსაც საერთოდ არ იცნობ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული ცხოვრება აქვთ, მაგრამ ისინი ასეთ მომენტებში, როგორიც წელს იყო, უფრო ბედნიერები იყვნენ, მეტი სიამოვნება მიიღეს და მათი პრობლემები გადალახეს."
ესპანელმა სპეციალისტმა მომავალი სეზონის მიზნებზეც გააკეთა კომენტარი.
"მომავალი სეზონის მიზანი გაუმჯობესებაა. ტიტულებით ეს უფრო რთული იქნება, რადგან მეტი გვაქვს სათამაშო, მაგრამ საფეხბურთო კუთხით, ვფიქრობ, გუნდურად გაუმჯობესება შეგვიძლია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.
ტიტულების მხრივ, გვსურს, რომ ყველა მათგანისთვის ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, ყველას გვჯერა, რომ ყველაფრის მოგება და წინა სეზონის შედეგის გამეორება შეგვიძლია, რაც განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევს." - განაცხადა ენრიკემ.
უეფას სუპერ თასზე პსჟ ტოტენჰემს დაუპირისპირდება. მატჩი 13 აგვისტოს გაიმართება.
პსჟ VS ტოტენჰემი - როგორია სუპერკომპიუტერის პროგნოზი?