• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
ლუის ენრიკე პრემიერ ლიგაში? მანჩესტერ იუნაიტედი ესპანელით ინტერესდება
ფეხბურთიფეხბურთი

ლუის ენრიკე პრემიერ ლიგაში? მანჩესტერ იუნაიტედი ესპანელით ინტერესდება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედში სამწვრთნელო საკითხი კვლავ აქტუალურია.


მას შემდეგ, რაც იანვარში რუბენ ამორიმი პოსტიდან დაითხოვეს, გუნდს დროებით მაიკლ კერიკი ხელმძღვანელობს. წითელი ეშმაკების ყოფილი ნახევარმცველის მუშაობა კი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მისი მუდმივ მწვრთნელად დანიშვნის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.

კერიკის ხელში მანჩესტერ იუნაიტედმა 10 მატჩიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. Sky Sports-ის ინფორმაციით, კერიკისთვის დამატებითი ბუსტია ის გარემოება, რომ კლუბის ხელმძღვანელობას სხვა კანდიდატებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია. გარდა ამისა, პოტენციური კანდიდატების სია შემცირდა: თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, კარლო ანჩელოტი კი ბრაზილიის ნაკრებში დარჩენას გეგმავს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია პსჟ-ს თავკაცის, ლუის ენრიკეს შესახებ. The Independent იუწყება, რომ მანჩესტერული კლუბი ესპანელი სპეციალისტის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს და მზად არის, ზაფხულში მის გადმოსაბირებლად მაქსიმუმი გააკეთოს. ენრიკეს დიდი ხანია პრემიერ ლიგაში მუშაობის სურვილი აქვს და მოსალოდნელია, რომ ის პარიზს სეზონის ბოლოს დატოვებს.


გუნდის ლეგენდა, გარი პალისტერი მიიჩნევს, რომ კერიკმა მოკლე დროში საოცარი სამუშაო გასწია:


მაიკლმა დააბრუნა ოთხმცველიანი ტაქტიკა და შემადგენლობაში კობი მაინუ დააბრუნა, რომელიც მანამდე დავიწყებული ჰქონდათ. მან გუნდს პოზიტიური განწყობა და თავისუფლება შესძინა. იუნაიტედის ისტორია და ტრადიციები მან კარგად იცის, რადგან აქ დიდი ტიტულები აქვს მოგებული. მეტს მისგან ვერც ვერავინ მოითხოვდა.


კლუბის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით ინარჩუნებს სიმშვიდეს და გადამწყვეტ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადადგამს, როცა საბოლოოდ დარწმუნდება, რომ კერიკი გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდისთვის საუკეთესო არჩევანია.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ერთადერთი გუნდი მოგების გარეშე - პრემიერ ლიგა 2026 წელს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთადერთი გუნდი მოგების გარეშე - პრემიერ ლიგა 2026 წელს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩესტერის კვლავ განულებული მოგებათა სერია და ბორნმუთის ზედიზედ მე-5 ფრე ჩემპიონატში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მანჩესტერის კვლავ განულებული მოგებათა სერია და ბორნმუთის ზედიზედ მე-5 ფრე ჩემპიონატში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეში „დაწყევლილი“ რეკორდის წინააღმდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნო ფერნანდეში „დაწყევლილი“ რეკორდის წინააღმდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მტვრიანი თაროები თუ ახალი ტრიუმფი? ინგლისური კლუბების გამარჯვებები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მტვრიანი თაროები თუ ახალი ტრიუმფი? ინგლისური კლუბების გამარჯვებები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 მარ, 2026

ერთადერთი გუნდი მოგების გარეშე - პრემიერ ლიგა 2026 წელს

News image

20 მარ, 2026

VIDEO: მანჩესტერის კვლავ განულებული მოგებათა სერია და ბორნმუთის ზედიზედ მე-5 ფრე ჩემპიონატში

News image

20 მარ, 2026

ბრუნო ფერნანდეში „დაწყევლილი“ რეკორდის წინააღმდეგ

News image

22 მარ, 2026

მტვრიანი თაროები თუ ახალი ტრიუმფი? ინგლისური კლუბების გამარჯვებები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება