ლუის ენრიკემ ჩელსისთან მატჩის შემდეგ მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა.
„მატჩის შემდეგ შეიქმნა ვითარება, რომლის თავიდან არიდებაც ნამდვილად შეიძლებოდა. როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევებში, მე ფეხბურთელების გაშველებას ვცდილობდი, რათა სიტუაცია არ გართულებულიყო.
ჩვენ ყველას ეს სიტუაცია უნდა აღმოგვეფხვრა. თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა, ყველა დიდ ზეწოლას ვგრძნობდით.
დავინახე, რომ მარესკა ფეხბურთელებს ხელს კრავდა, სხვები კი - მას ეჯიკავებოდნენ. ყველამ უნდა ავირიდოთ მსგავსი სიტუაციები თავიდან, ამიტომ მე ფეხბურთელების გაშველებას ვცდილობდი.
ჟოაო პედრომ ხელი თვითონ მკრა, მერე მე შევეხე და ის ეგრევე წაიქცა." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.