პსჟ-მ რომას 19 წლის მეკარე დაიმატა.
პარიზულმა კლუბმა 19 წლის რენატო მარინის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში მარინმა რომას ახალგაზრდულ გუნდში 11 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა. სეზონის ბოლოს მას მგლებთან კონტრაქტი ამოეწურა და კარიერის პსჟ-ში გაგრძელება გადაწყვიტა.
პსჟ-ს ძირითადი მეკარე მომდევნო სეზონშიც ჯანლუიჯი დონარუმა იქნება, სარეზერვო კიპერები კი მატვეი საფონოვი და არნაუ ტენასი არიან.