ნაპოლის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა პსვ ეინდჰოვენიდან ნოა ლანგი დაიმატა.
იტალიის ჩემპიონმა ნიდერლანდელ შემტევმა 25 მილიონი ევრო გადაიხადა, თავად მოთამაშემ კი ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
26 წლის ფეხბურთელი კარიერის დასაწყისში ამსტერდამის აიაქსის ახალგაზრდულ და მთავარ გუნდებში ასპარეზობდა, შემდეგ იყო ბელგიური ბრიუგე.
2023 წლიდან კი ლანგი პსვ-ს ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში მან ნიდერლანდების ჩემპიონატში 11 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.