ტიაგო ალმადა კარიერას ატლეტიკოში გააგრძელებს.
მადრიდულმა კლუბმა ბოტაფოგოს ნახევარმცველთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ფეხბურთელის უფლებების 50%-ში ატლეტიკომ 21 მილიონი ევრო გადაიხადა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო გაყიდვის შემთხვევაში, თანხის ნახევარს მისი ყოფილი კლუბი მიიღებს.
გასული სეზონის მეორე ნახევარი ალმადამ იჯარით ლიონში გაატარა, სადაც ლიგა 1-ს 16 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.