კონტრაქტის სიტუაციის გამო, ჯანლუიჯი დონარუმა ამ ზაფხულს პსჟ-ს დატოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება.
იტალიელ გოლკიპერს პსჟ-სთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.
პსჟ-ს არ სურს ვარსკვლავური მეკარის გაისად უფასოდ დაკარგვა და ამიტომ, ურჩევნია დონარუმა ამ ზაფხულსვე დატოვოს.
იტალიელის მიმართ ინტერესს გალათასარაი, საუდის არაბეთის კლუბები, ორივე მანჩესტერული გრანდი და ჩელსი იჩენენ.