ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სანტიაგო ბერნაბეუს გუშინ, 24 მაისს, ოფიციალურად დაემშვიდობა.
ოქროს ბურთის გამარჯვებული რეალთან ერთად 14 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც ითამაშებს, რის შემდეგაც რეალს საბოლოოდ დაემშვიდობება. თუმცა, სანტიაგო ბერნაბეუ ხორვატის თამაშს უკვე ვეღარ იხილავს.
ამიტომ, გადავხედოთ ლუკას მადრიდულ კარიერას ციფრებში.
ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალს 2012 წლის 27 აგვისტოს ტოტენჰემიდან 35 მილიონ ევროდ, 26 წლის ასაკში, ლონდონში მოგებული 0 მოგებული ტიტულით შეუერთდა, გუნდი კი 2025 წელს, 39 წლის ასაკში, რეალის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშის სტატუსით, 28 მოგებული თასით დატოვა (შესაძლოა 29, თუ რეალი მსოფლიო საკლუბოსაც მოიგებს).
6 ჩემპიონთა ლიგა
5 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი
5 უეფას სუპერთასი
5 ესპანეთის სუპერთასი
4 ლა ლიგა
2 კოპა დელ რეი
1 კონტინენტთაშორისი თასი
1 ოქროს ბურთი
1 ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი
1 უეფას სეზონის საუკეთსო ფეხბურთელი
სამეფო კლუბის მაისურით ლუკამ 591 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რეალში მოდრიჩმა 6 მწვრთნელთან ერთად იმუშავა - ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, ზინედინ ზიდანი, რაფა ბენიტესი, სანტიაგო სოლარი, ხულენ ლოპეტეგი.
ყველაზე მეტი მატჩი ლუკამ ანჩელოტისთან ერთად ჩაატარა (276 მატჩი, 18 გოლი, 50 საგოლე), შემდეგ მოდიან ზიდანი (202 მატჩი, 16 გოლი, 30 საგოლე), შემდეგ ჟოზე მოურინიო (53 მატჩი, 4 გოლი, 6 საგოლე), სანტიაგო სოლარი (24 მატჩი, 4 გოლი, 4 საგოლე), რაფა ბენიტესი (22 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე) და ბოლოს ხულენ ლოპეტეგი (14 მატჩი, 2 საგოლე).
წასვლამდე, ლუკა კიდევ ერთ მწვრთნელთან ერთად მოასწრებს მუშაობას - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალს ჩაბი ალონსო უხელმძღვანელებს, რომელთან ერთადაც მოდრიჩს 2012/13 და 2013/14 სეზონებში აქვს ნათამაშები.