მადრიდის რეალმა მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანელი სპეციალისტი 1 ივნისიდან ჩაუდგება გუნდს სათავეში.
ალონსომ რეალთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - 2028 წლის 30 ივნისამდე.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც 14 ივნისს გაიმართება, სამეფო კლუბს უკვე ჩაბი უხელმძღვანელებს.
ჩაბი ალონსო 2022 წლის ოქტომბრიდან დღემდე ლევერკუზენს წვრთნიდა, რომელსაც ისტორიაში პირველად ბუნდესლიგა მოაგებინა, თანაც წაუგებლად. ასევე, მის ხელში გუნდმა გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო, ევროპა ლიგის ფინალში კი ატალანტასთან დამარცხდა.
ალონსო რეალში 2009-2014 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.