ლა ლიგის 38-ე ტურის მატჩში რეალმა სოსიედადი 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომელიც 31 გოლით ოქროს ბუცის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში და თუ ხვალ სალაჰმა ჰეთ-ტრიკი არ გაიტანა, ამ ჯილდოს ერთპიროვნული გამარჯვებულიც გახდება.
აღნიშნული შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა კარლო ანჩელოტისთვის, ლუკა მოდრიჩისთვის, ლუკას ვასკესისთვის და ხესუს ვალეხოსთვის. ვასკესი და მოდრიჩი გუნდთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც ითამაშებენ, თუმცა ბერნაბეუზე მათ დღეს ბოლო შეხვედრა ჩაატარეს.
მოედნიდან გასვლის მოდრიჩს ტონი კროოსიც შეეგება, რომელმაც კარიერა გასულ სეზონში დაასრულა.
