გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ვილი სანიოლსა და მის ასისტენტ ადელ შადლის ემშვიდობება.
,,მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გადმოგიციათ და ყველა იმ მომენტისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდესი ემოციები და, რაც მთავარია, მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მადლობა იმ ძალისთვის, რომელიც მომეცით.
თქვენთან ერთად გავიზარდეთ, საკუთარი თავის რწმენა შევიძინეთ და ერთად დავწერეთ ქართული ფეხბურთის ისტორიის რამდენიმე ყველაზე ლამაზი ფურცელი.
მოედნის მიღმა კი ყოველთვის ძვირფასად შევინახავ ადამიანებს, რჩევებსა და ყველაფერს, რაც ამ წლების განმავლობაში ერთმანეთთან გვაკავშირებდა.
ვამაყობ, რომ ეს გზა თქვენთან ერთად გავიარე.
თქვენ სამუდამოდ დარჩებით ამ გუნდისა და ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილად.
მადლობა ყველაფრისთვის." - წერს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.
ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ეპოქა ოფიციალურად დასურლდა.
რამაზ სვანაძე - ვინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი?