პარი სენ-ჟერმენის სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა სოციალურ ქსელ X-ზე ემოციური განცხადება გაავრცელა და გაამხილა, რომ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებთან უწევს გამკლავება.
62 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა პარიზული კლუბის ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს გვერდში დგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა, თუმცა გუნდის მხარდაჭერის იმედი ყოველთვის მქონდა. ფეხბურთელები შეტყობინებებს მიგზავნიდნენ, ჩემ სანახავად მოდიოდნენ და დადებითი ენერგიით მავსებდნენ. რა საოცარი გუნდია! მათთან ერთად ვიპოვე ძალა, რომ ცხოვრების მიერ დაყენებული დაბრკოლება გადავლახო. მიზანთან უკვე ძალიან ახლოს ვარ. კვლავ შემიძლია მუშაობა და მაქსიმუმის გაკეთება. ეს ძალას მაძლევს და მაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ვარ
პორტუგალიელ მენეჯერს კონკრეტულ დიაგნოზზე არ უსაუბრია. შეგახსენებთ, რომ ლუიშ კამპუში პარი სენ-ჟერმენის სპორტულ ხელმძღვანელობაში 2022 წლიდან საქმიანობს.