UFC 329-ზე მაქს ჰოლოუეისთან მიღებული მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, კონორ მაკგრეგორს ოპერაცია ჩაუტარდა.
ირლანდიელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპერაციამ შესანიშნავად ჩაიარა! თავდაჯერებული ვარ.“
დანა უაითის ცნობით, კონორი ოქტაგონს ერთი წლით ჩამოშორდება და სავარაუდოდ 2027 წლამდე ვერ იჩხუბებს.
მაკგრეგორი აცხადებს, რომ მისი მომდევნო ბრძოლა UFC-ში „უკანასკნელი ცეკვა“ და მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო დაპირისპირება იქნება. საინტერესოა, რომ ჰოლოუეისთან 2013 წელს გამართულ პირველ ბრძოლაშიც კონორმა მუხლის მყესები (მარცხენა ფეხზე) გაიწყვიტა, თუმცა მაშინ გამარჯვება მაინც მოახერხა.
ამჯერად ირლანდიელმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა, რამაც მის თითოეულ მოძრაობაზე კატასტროფულად იმოქმედა. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, კონორი ამტკიცებს, რომ მსაჯისთვის ბრძოლის შეჩერება თავად არ უთხოვია. ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, ვინ იქნება მაკგრეგორის საბოლოო მეტოქე გულშემატკივრებისთვის იმედგაცრუებით დასრულებული მატჩის შემდეგ.