ისლამ მახაჩევმა სავარაუდო ქროსოვერ ბრძოლაზე მზაობა გამოთქვა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თავისუფალი ჭიდაობის ლეგენდამ, ჯორდან ბაროუსმა, რუსეთში გამართულ RAF Wrestling-ის შოუზე გამარჯვების შემდეგ UFC-ის ჩემპიონი გამოიწვია.
მოსკოვში მაგომედ კურბანალიევის დამარცხების შემდეგ ამერიკელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრაპლერთან ძალების მოსინჯვა სურს.
მახაჩევმა, რომელმაც ოდნავ ადრე UFC 330-ზე უელტერვონდის ტიტული იან მაჩადო გარის წინააღმდეგ დაიცვა, სოციალურ ქსელში ბაროუსს გამოწვევას უპასუხა და ოქტაგონში ბრძოლა შესთავაზა:
გილოცავ გამარჯვებას, ლეგენდავ. ოქტაგონზე, სადმე, ნებისმიერ დროს.
ჯორდან ბაროუსს MMA-ში ოფიციალური ბრძოლა ჯერ არ ჩაუტარებია.