UFC Paris-ის ტრანსლაციისას ორგანიზაციამ Salt Lake City-ში გასამართი UFC 332-ის სრული ქარდი ოფიციალურად წარადგინა. მთავარი ბრძოლის მონაწილეების ვინაობამ გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მთავარი ბრძოლა და საჩემპიონო ქამარი
ღონისძიების ცენტრალურ შეხვედრაში ქალთა უმსუბუქეს წონაში ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის ნატალია სილვა და ვანგ ცონგი იბრძოლებენ. ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნომრიანი (PPV) ტურნირისთვის ეს მთავარი ბრძოლა სახელებით ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა სპორტული თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბულ და სანახაობრივ დაპირისპირებას გვპირდება.
რობერტო სოლდიჩის სადებიუტო ბრძოლა
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ხორვატი ნოკაუტერის, რობერტო სოლდიჩის დებიუტი იქნება. 21 მოგებიდან 18 ნოკაუტის მქონე მებრძოლი ქვესაშუალო წონაში ქაოს უილიამსს დაუპირისპირდება. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ეს წყვილი საღამოს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ნოკაუტს შექმნის.
ასევე, მთავარ ქარდს დაემატა კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა მსუბუქ წონაში - კინგ გრინისა და ესტებან რიბოვიჩის დაპირისპირება.
UFC 332-ის მთავარი ქარდი (Main Card):
ქალთა უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ბრძოლა: ნატალია სილვა vs. ვანგ ცონგი
უმსუბუქესი წონა: დეივესონ ფიგერედო vs. პეიტონ ტალბოტი
მსუბუქი წონა: კინგ გრინი vs. ესტებან რიბოვიჩი
ქვესაშუალო წონა: ქაოს უილიამსი vs. რობერტო სოლდიჩი
საშუალო წონა: ატება გოტიე vs. რომან კოპილოვი
წინასწარ ბრძოლებში (Prelims) გულშემატკივარი ისეთ ცნობილ მებრძოლებს იხილავს, როგორებიც არიან ჯონი უოკერი, რაფაელ დოს ანჟოსი, მარვინ ვეტორი და კორტ მაკგი.