UFC Paris მსუბუქი წონის მებრძოლისთვის, დენ ჰუკერისთვის, ძალიან მძიმედ დასრულდა.
საღამოს მთავარ მომენტად იქცა ის, რომ ჰუკერი სალადინ პარნასმა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
როგორც ირკვევა, მარცხით გაბრაზებულმა მებრძოლმა ოქტაგონის დატოვებისა და კულისებისკენ მიმავალ გზაზე გულშემატკივართან ჩხუბი სცადა.
ერთ-ერთმა მაყურებელმა ჰუკერს ხმამაღლა დასცინა, რაზეც სპორტსმენი მწვავედ რეაგირებდა. საბედნიეროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და UFC-ს თანამშრომლებმა დენ ჰუკერსა და პროვოკატორ ფანს შორის მდგომარეობა განმუხტეს, რის შემდეგაც მებრძოლმა გზა განაგრძო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ფანების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმრავლესობამ ჰუკერის მხარე დაიჭირა, აღნიშნა რა, რომ მსგავსი ქცევა მაყურებლების მხრიდან მიუღებელია.