Geo Team-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში დღეს გაფრინდება.
ფეხბურთელი ინგლისში აგენტთან, ლევან სეთურიძესთან ერთად ლივერპულის მიერ გამოგზავნილი პირადი ჯეტით გაემგზავრება.
ქართველი მეკარე ლივერპულმა გასულ ზაფხულში 30 მილიონ ევროდ შეიძინა, შემდეგ კი გიორგი იჯარის წესით ვალენსიაში დარჩა.
მამარდაშვილს მერსისადულ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე აკავშირებს.