მან სიტი როდრიგოს ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელების მოახლოვებული გაშვების შემდეგ, ქალაქელები რეალის ბრაზილიელი ვარსკვლავის გადაბირებას შეეცდებიან, პეპ გვარდიოლა როდრიგოს ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია.
ჯეკ გრილიშის ტრანსფერი ევერტონში გადაწყვეტილია, ასევე კლუბის დატოვებასთან ახლოს არიან მაკეიტი და სავინიოც, რომლითაც ტოტენჰემი ინტერესდება.
ამ ფეხბურთელების გაშვების შემდეგ, სიტი რეალთან სცდის მოლაპარაკებების წამოწყებას.
მადრიდული კლუბი როდრიგოს გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ბრაზილიელის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევროს მიღება სურს.