Sky Sports-ის ცნობით, ანტუან სემენიოს წარმომადგენლები მანჩესტერში ჩავლენ, რადგან მანჩესტერ სიტი გარიგებაზე მუშაობას აგრძელებს.
მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთთან მოლაპარაკებები ანტუან სემენიოს £65-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტის დეტალების შესათანხმებლად დაიწყო.
მოლაპარაკებები კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან სიტი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე 25 წლის ვინგერის ტრანსფერის დასრულებას გეგმავს.
სემენიოს წარმომადგენლები მანჩესტერში ჩავლენ, რათა ფეხბურთელის პირადი პირობები და გრძელვადიანი კონტრაქტი საბოლოოდ შეათანხმონ.
ბორნმუთის შემტევის ტრანსფერით სიტისთან ერთად იუნაიტედი, ლივერპული, ჩელსი და ტოტენჰემიც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა უპირატესობა ქალაქელებმა მოიპოვეს.
ანტუან სემენიოს გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც 65 მილიონ ფუნტად არის გათვალისწინებული, 10 იანვრამდე არის მოქმედი.