28 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ნოტინგემში მიმდინარე 35-ათასიანი საპრიზო ფონდის მქონე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მერვე ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ტიტულამდე მისასვლელად უკვე სამი გამარჯვება მოიპოვა:
ტურნირიდან გამოთიშა ლიეტუველი ივეტა დაპკუტე (6:7, 6:3, 6:0), ლუქსემბურგელი მარი ვეკერლე (6:4, 6:4) და მეოთხედფინალში მესამე განთესვის მქონე ინდოელი ვაიშნავი ადკარი (6:3, 6:4).
ფინალისკენ მიმავალ გზაზე მარიამის მომდევნო მეტოქე ბრიტანელი ემილი ეპლტონია.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე, რომელიც ამჟამად WTA-ს რეიტინგში 501-ე პოზიციას იკავებს, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს 2022 წლის მარტში მიაღწია, როცა რეიტინგის 151-ე ნომერი იყო.