ჩილეში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და მაროკოს ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. მე-12 და 29-ე წუთებზე გატანილი გოლებით იასირ ზაბირიმ დუბლი შეასრულა და მაროკოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.
მაროკო გახდა ისტორიაში მეორე აფრიკული გუნდი, რომელმაც U20 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. პირველად ეს განამ მოახერხა 2009 წელს.
მაროკო ჯგუფში მექსიკასთან, ესპანეთთან და ბრაზილიასთან ერთად იყო, სადაც 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
1/8 ფინალში აფრიკელებმა სამხრეთ კორეას მოუგეს 2-1, 1/4 ფინალში კი აშშ-ის ახალგაზრდულ გუნდს აჯობეს ანგარიშით 1-3. ნახევარფინალში მაროკოელებმა საფრანგეთს მოუგეს 2-1, ფინალში კი როგორც აღვნიშნეთ, არგენტინა დაამარცხეს 0-2.
ტურნირზე მე-3 ადგილი კოლუმბიამ დაიკავა, რომელმაც საფრანგეთს 1-0 მოუგო.
U20 მუნდიალის თანამომბარდირები 5-5 გოლით ნეისერ ვილიარეალი (კოლუმბია), ლუკა მიშალი (საფრანგეთი), იასირ ზაბირი (მაროკო) და ბენჯამინ კრემასკი (აშშ) გახდნენ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მაროკოელი ოტმან მაამა დასახელდა, საუკეთესო მეკარე კი არგენტინელი სანტინო ბარბი გახდა.