სელტიკის მთავარი მწვრთნელი, 74 წლის მარტინ ონილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მცირე ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდა.
კლუბმა ოფიციალური განცხადება უკვე გავრცელა და აღნიშნა, რომ ვეტერანი სპეციალისტი თავს კარგად გრძნობს, კლინიკას 1-2 დღეში დატოვებს და გულშემატკივრებს მისი ოჯახის სიმშვიდის პატივისცემა სთხოვა.
ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც ორშაბათს ონილმა სელტიკს დანდისთან 1:0 მოაგებინა. გასულ სეზონში დუბლის შესრულების შემდეგ მან კლუბთან სრულფასოვანი 1-წლიანი კონტრაქტი ახლახან გააფორმა, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა კვირას კილმარნოკთან მატჩში გუნდის სკამიდან გაძღოლას.