ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩვეულ სტილში რჩება.
შაბათს გასამართ მილანისა და სელტიკის ამხანაგურ მატჩამდე შვედმა თავდამსხმელმა შოტლანდიელი გულშემატკივრები გააღიზიანა.
ნიუ-იორკში ფანებთან შეხვედრისას, მილანის მფლობელი კომპანიის RedBird-ის უფროსმა მრჩეველმა შოტლანდიურ კლუბზე იხუმრა და იკითხა: „რა არის სელტიკი?“.
ამ ხუმრობამ ამერიკელ ქომაგებში სიცილი გამოიწვია, თუმცა გლაზგოში ეს განცხადება ნაკლებად მოეწონათ. საინტერესოა, რომ წარსულში იბრაჰიმოვიჩს სელტიკ პარკის ატმოსფერო არაერთხელ შეუქია და მას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდებია.