• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მარტინელი მსაჯის წინააღმდეგ - ფეხბურთის ასოციაციის ვერდიქტი
ფეხბურთიფეხბურთი

მარტინელი მსაჯის წინააღმდეგ - ფეხბურთის ასოციაციის ვერდიქტი

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) გაბრიელ მარტინელის დასჯასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია მომენტზე, როცა საუთჰემპტონთან წაგებულ მატჩში (2:1), მსაჯ სემ ბაროტს ხელი ჰკრა.


არსენალი სენტ მერის სტადიონზე გამართულ ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ჩემპიონშიპის გუნდთან დამარცხდა. შეა ჩარლზის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და არსენალი ტურნირს გამოეთიშა.

მარტინელიმ ყურადღება მსაჯის მიმართ გამოხატული აგრესიით მიიპყრო. მატჩის 94-ე წუთზე, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე მაქს დოუმენი წააქციეს, არსენალმა საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვა. ბრაზილიელ შემტევს თამაშის განახლება ძალიან ეჩქარებოდა და ბურთის სწრაფად მოსაპოვებლად მსაჯ ბაროტს გზიდან ჩამოსაშორებლად ხელი ჰკრა. რეფერმა მარტინელის მაშინვე ყვითელი ბარათი უჩვენა.


ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილება მარტინელის საქმეზე


მარტინელის საქციელმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სამსაჯო კორპუსის (PGMOL) ყოფილი ხელმძღვანელი, კით ჰეკეტი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი მოედნიდან უნდა გაეძევებინათ:

როდესაც არსენალის მოთამაშემ, მარტინელიმ, მსაჯ სემ ბაროტს საკმაოდ აგრესიულად ჰკრა ხელი, ერთადერთი სწორი გამოსავალი წითელი ბარათის ჩვენება იყო. იმედგაცრუებული დავრჩი, რომ ეს არ მოხდა. სემ ბაროტი მაღალი დონის არბიტრია, მაგრამ ამჯერად მან კოლეგებს იმედი გაუცრუა.


პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი მარკ ჰალსი დაეთანხმა ჰეკეტს და მარტინელი სრულ უპატივცემულობაში დაადანაშაულა:


ჩემთვის ეს წითელი ბარათია. მსაჯს ხელით არ უნდა შეეხო, მით უმეტეს არ უნდა ჰკრა. რა გზავნილია ეს იმ მსაჯებისთვის, რომლებიც დაბალი დონის ლიგებში მსაჯობენ? ვფიქრობ, ბაროტმა სამსაჯო საზოგადოება დააღალატა, რადგან მარტინელი მოედნიდან არ გააძევა.


მიუხედავად მკაცრი კრიტიკისა, გავრცელებული ინფორმაციით, მარტინელი ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან დამატებით სასჯელს გადაურჩება. გამოცემა The Athletic იტყობინება, რომ რადგან მსაჯმა მოედანზევე მიიღო ზომები (ყვითელი ბარათი), ინციდენტი ამოწურულად ითვლება და ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას არ მიიღებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
Fa Cup
FA თასი
მარტინელი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პალმერი კაპიტნობაზე კომენტარს აკეთებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პალმერი კაპიტნობაზე კომენტარს აკეთებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FA თასის 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FA თასის 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალის ფანების მწვავე კრიტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალის ფანების მწვავე კრიტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნებიან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მსაჯები?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნებიან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მსაჯები?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

05 აპრ, 2026

პალმერი კაპიტნობაზე კომენტარს აკეთებს

News image

17 სთ წინ

FA თასის 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია

News image

05 აპრ, 2026

არსენალის ფანების მწვავე კრიტიკა

News image

1 სთ წინ

ვინ იქნებიან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მსაჯები?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება