რობერტო მარტინესმა პორტუგალიისა და კონგოს მატჩში დაფიქსირებულ ფრეზე (1:1) ისაუბრა.
„მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ. გატანილმა გოლმა ჩვენი შეტევითი თამაში ცოტათი შეცვალა — დავიწყეთ უბრალოდ ბურთის შენარჩუნება და მეტოქის საჯარიმოში შესვლა შევწყვიტეთ. ამან მეტოქეს გადაჯგუფების საშუალება მისცა.
შესვენების წინ, გოლი სტანდარტიდან მივიღეთ. ვიცოდით, რომ ეს გუნდი სტანდარტებზე კარგად მოქმედებს. ეს მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილია. ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, თუმცა გუნდის განწყობა მომეწონა.
კონგოს გოლი ჩვენთვის ყველაზე რთულ მონაკვეთში გავიდა. მიუხედავად ამისა, კარგად ვუპასუხეთ, ფეხბურთელების რეაქცია საოცარი იყო. თამაშის ხარისხი არ მოგვეწონა, მაგრამ მომეწონა განწყობა და ის, თუ როგორ ცდილობდნენ მოთამაშეები ბოლო წამამდე. ეს პროცესის ნაწილია, წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და ვიქნებით კიდეც. ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იოლი მატჩები არ არსებობს. უნდა გავუმჯობესდეთ და გავიზარდოთ.
ეს მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც ძალიან ბევრი ემოციაა. ეს არის პროცესი, რომელშიც ბევრი ასპექტით უნდა გავიზარდოთ. ვეთამაშებით გუნდებს, რომლებისთვისაც ჩვენს წინააღმდეგ მატჩი ჩემპიონატზე მთავარი მოვლენაა. კონგოს ნაკრებმა ბევრი ორთაბრძოლა მოიგო. ფეხბურთში ასეც ხდება.
მატჩი არ წაგვიგია, დავაგროვეთ ერთი ქულა და წინ კიდევ ორი თამაშია. ფეხბურთი შეცდომების თამაშია. მეტოქეს პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშის უდიდესი სურვილი ჰქონდა. ეს აქ ყოფნისა და ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაწილია. ფეხბურთელების განწყობა სამაგალითო იყო“, – აღნიშნა მარტინესმა SIC-თან ინტერვიუში.