• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
„მას ის უყვარს“ - დე ძერბი ტოტენჰემის მივიწყებულ ვარსკვლავს გამოაცოცხლებს
ფეხბურთიფეხბურთი

„მას ის უყვარს“ - დე ძერბი ტოტენჰემის მივიწყებულ ვარსკვლავს გამოაცოცხლებს

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ, სანდერლენდთან მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა და დაასახელა ფეხბურთელი, რომლის ფორმაში დაბრუნებასაც აპირებს.


სპურსი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება - გუნდი სანდერლენდს ესტუმრება და 2026 წელს პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ეს დე ძერბის სადებიუტო შეხვედრა იქნება ჩრდილოეთ ლონდონური კლუბის სათავეში. იტალიელის მიზანია, დარჩენილ შვიდ ტურში გუნდი გასავარდნ ზონას დააშოროს.

ტოტენჰემის შემადგენლობის დიდმა ნაწილმა მიმდინარე სეზონში იმედები გააცრუა, დე ძერბი კი შეეცდება, სეზონის ფინიშამდე მათ ძველი ენერგია დაუბრუნოს.

თავის პირველ პრესკონფერენციაზე დე ძერბიმ ინდივიდუალურად განიხილა რამდენიმე ფეხბურთელი. ერთ-ერთი, ვინც მან განსაკუთრებით გამოყო, კონორ გალაჰერია. ინგლისელ ნახევარმცველს სპურსში გადასვლის შემდეგ ძალიან უჭირს, თუმცა დე ძერბიმ აღნიშნა, რომ მას გალაჰერი უყვარს და სურს, ის იმ დონეზე დააბრუნოს, რასაც ფეხბურთელი ჩელსიში აჩვენებდა: „მინდა კვლავ ვიხილო ის გალაჰერი, რომელიც ჩელსიში ყოფნისას შემიყვარდა.“

სავარაუდოდ, დე ძერბი მაღალი ინტენსივობის სტილის დანერგვას შეეცდება, გალაჰერი კი, რომელიც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე მოთამაშეა, ამ ტაქტიკისთვის იდეალური კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ატლეტიკო მადრიდიდან გადმოსვლის შემდეგ, გალაჰერი მუდმივი კრიტიკის ობიექტია. ინგლისის ნაკრების წევრმა ვერ გაამართლა მოლოდინები, რის გამოც მას მედია და გულშემატკივრები ხშირად ესხმიან თავს.

ტოტენჰემის ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეიმი ო’ჰარამ, ფეხბურთელს საშინელი უწოდა და ეჭვი შეიტანა იმაში, თუ როგორ თამაშობდა ის ისეთი დონის კლუბში, როგორიც ატლეტიკოა:

„კონორ გალაჰერი... არასოდეს მეცოდინება, როგორ თამაშობდა ის ატლეტიკო მადრიდში. ის საშინელი იყო, უბრალოდ საშინელი. როგორც ჩანს, კვირაში 200,000 ფუნტს იღებს.“

ახლა გალაჰერისთვის დადგა დრო, ყველას საწინააღმდეგო დაუმტკიცოს და დე ძერბის ნდობა გაამართლოს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

დე ძერბი
კონორ გალაჰერი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დე ძერბის საჯარო ბოდიში - მწვრთნელი გრინვუდის შექებას ნანობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დე ძერბის საჯარო ბოდიში - მწვრთნელი გრინვუდის შექებას ნანობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "მასთან ერთად ბევრად უკეთესი გუნდი ვართ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "მასთან ერთად ბევრად უკეთესი გუნდი ვართ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ცუდი რაღაცები ჩავიდინე“ - გარნაჩოს მოულოდნელი აღიარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ცუდი რაღაცები ჩავიდინე“ - გარნაჩოს მოულოდნელი აღიარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემის გამარჯვებამ ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში მოაქცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემის გამარჯვებამ ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში მოაქცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

დე ძერბის საჯარო ბოდიში - მწვრთნელი გრინვუდის შექებას ნანობს

News image

5 სთ წინ

არტეტა: "მასთან ერთად ბევრად უკეთესი გუნდი ვართ"

News image

4 სთ წინ

"ცუდი რაღაცები ჩავიდინე“ - გარნაჩოს მოულოდნელი აღიარება

News image

5 სთ წინ

ვესტ ჰემის გამარჯვებამ ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში მოაქცია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება