• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
"ცუდი რაღაცები ჩავიდინე“ - გარნაჩოს მოულოდნელი აღიარება
ფეხბურთიფეხბურთი

"ცუდი რაღაცები ჩავიდინე“ - გარნაჩოს მოულოდნელი აღიარება

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ალეხანდრო გარნაჩომ მანჩესტერ იუნაიტედში თავისი კარიერის დასასრულზე ისაუბრა. მან აღიარა, რომ ოლდ ტრაფორდიდან მის წასვლაში საკუთარმა ქცევამაც ითამაშა როლი და დაამატა, რომ კლუბის დატოვებამ იმაზე მეტად ატკინა გული, ვიდრე ამას მაშინ აჩვენებდა.


არგენტინელი ვინგერი გასულ ზაფხულს ჩელსის 40 მილიონად შეუერთდა, თუმცა ამ ტრანსფერს მისთვის ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოუტანია. ახალ ინტერვიუში გარნაჩომ გულწრფელად გაიხსენა მანჩესტერში გატარებული ბოლო თვეები და აღნიშნა, რომ ყოველთვის საუკეთესოდ არ იქცეოდა.

21 წლის ფეხბურთელმა აღწერა ის პერიოდი, როდესაც რუბენ ამორიმმა ის შემადგენლობიდან დისციპლინური პრობლემებისა და გაფუჭებული ურთიერთობის გამო ამოაგდო. ვითარება კიდევ უფრო დაძაბა გარნაჩოსა და მისი ძმის პოსტებმა სოციალურ ქსელში, ისევე როგორც ფოტომ, სადაც ფეხბურთელს ასტონ ვილას მაისური ეცვა მარკუს რეშფორდის სახელითა და ნომრით, რაც კლუბში მაშინ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით პროვოკაციულ ჟესტად აღიქმებოდა.


გარნაჩო ამბობს:


მახსოვს, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედში ისე აღარ ვთამაშობდი, როგორც მანამდე. სკამზე დავჯექი. ეს არ არის ცუდი რამ, მხოლოდ 20 წლის ვიყავი, მაგრამ ჩემს გონებაში ვფიქრობდი, რომ ყველა მატჩი უნდა მეთამაშა.

შესაძლოა, ჩემი ბრალიც იყო - გარკვეული ცუდი რაღაცების გაკეთება დავიწყე. თუმცა, ეს უბრალოდ ცხოვრებისეული მომენტი იყო. ხანდახან გადაწყვეტილებების მიღება გიწევს და მე ვამაყობ, რომ აქ ვარ, პრემიერ ლიგაში და ასეთ კლუბში ვთამაშობ.


მიუხედავად მძიმე განშორებისა, გარნაჩო ამბობს, რომ კლუბის მიმართ წყენა არ აქვს:


იუნაიტედზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი - ვერც კლუბზე, ვერც თანაგუნდელებზე. უბრალოდ ცხოვრება შეიცვალა და წინ უნდა ვიყუროთ. კითხვაზე, მეტკინა თუ არა გული წამოსვლაზე, ვუპასუხებ: დიახ, ალბათ კი, რადგან ეს კლუბი მიყვარდა. ისინი თავიდანვე მენდობოდნენ, ესპანეთიდან აკადემიაში ჩამომიყვანეს, მერე პირველ გუნდში დაწინაურებაში დამეხმარნენ. ეს იყო 4-5 საოცარი წელი, ვგრძნობდი სიყვარულს ფანებისგან, სტადიონისგან. მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს.


გარნაჩოს ცხოვრება ჩელსიშიც არ აღმოჩნდა იოლი. ის სტემფორდ ბრიჯზე დიდი მოლოდინებითა და 2032 წლამდე გაფორმებული კონტრაქტით მივიდა, თუმცა სტაბილურობის პოვნა უჭირს. ამ სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. იანვარში ლიამ როსენიორის მოსვლამაც ვერ შეცვალა მისი მდგომარეობა - გარნაჩო ახლა მხოლოდ როტაციის მოთამაშედ ითვლება.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რივერ პლეიტის მწვრთნელი, ედუარდო კოუდეტი ფეხბურთელს დაუკავშირდა და არგენტინაში იჯარით დაბრუნება შესთავაზა. ეს წარმოუდგენელი ჩანდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც გარნაჩო იუნაიტედის შეტევის მომავლად მიიჩნეოდა. 40 მილიონად შეძენილი ვინგერი კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩელსი
გარნაჩო
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა
რუბენ ამორიმი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვესტ ჰემის გამარჯვებამ ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში მოაქცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემის გამარჯვებამ ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში მოაქცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დე ძერბის საჯარო ბოდიში - მწვრთნელი გრინვუდის შექებას ნანობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დე ძერბის საჯარო ბოდიში - მწვრთნელი გრინვუდის შექებას ნანობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მას ის უყვარს“ - დე ძერბი ტოტენჰემის მივიწყებულ ვარსკვლავს გამოაცოცხლებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მას ის უყვარს“ - დე ძერბი ტოტენჰემის მივიწყებულ ვარსკვლავს გამოაცოცხლებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "მასთან ერთად ბევრად უკეთესი გუნდი ვართ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტა: "მასთან ერთად ბევრად უკეთესი გუნდი ვართ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ვესტ ჰემის გამარჯვებამ ტოტენჰემი გასავარდნ ზონაში მოაქცია

News image

5 სთ წინ

დე ძერბის საჯარო ბოდიში - მწვრთნელი გრინვუდის შექებას ნანობს

News image

4 სთ წინ

„მას ის უყვარს“ - დე ძერბი ტოტენჰემის მივიწყებულ ვარსკვლავს გამოაცოცხლებს

News image

5 სთ წინ

არტეტა: "მასთან ერთად ბევრად უკეთესი გუნდი ვართ"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება