აშშ-ის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ შეარჩია 26 ფეხბურთელი, რომლებიც აშშ-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ.
აშშ მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას D ჯგუფში პარაგვაის წინააღმდეგ დაიწყებს 12 ივნისს ლოს-ანჯელესში.
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი 19 ივნისს სიეტლში ავსტრალიის წინააღმდეგ გაიმართება, ხოლო აშშ ჯგუფურ ეტაპს კვლავ ლოს-ანჯელესში დაასრულებს 25 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის საუკეთესო 26 ფეხბურთელი, რომლებიც დაგვეხმარებიან მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევაში.
„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებები იყო და მადლიერები ვართ ყველა ფეხბურთელის, ვინც ამ გზის ნაწილი იყო. ეს ჯგუფი სრულად კონცენტრირებულია და მზადაა ყველაფერი გაიღოს აშშ-ის წარმოსადგენად და ისეთი თამაშები აჩვენოს, რომლითაც გულშემატკივრები და ქვეყანა იამაყებენ.“ - განაცხადა პოჩეტინომ.
მეკარეები - კრის ბრედი (ჩიკაგო ფაიარი), მეტ ფრიზი (ნიუ იორკ სიტი), მეტ ტერნერი (ნიუ ინგლენდ რევოლუშენი)
მცველები - მაქს არფსტენი (კოლუმბუს ქრიუ), სერჟინიო დესტი (პსვ), ალექს ფრიმენი (ვილიარეალი),მარკ მაკკენზი (ტულუზა), ტიმ რიმი (შარლოტი), კრის რიჩარდსი (კრისტალ პალასი), ანტონი რობინსონი (ფულემი), მაილზ რობინსონი (ცინცინატი), ჯო სკალი (გლადბახი),ოსტონ ტრასტი (სელტიკი)
ნახევარმცველები - ტაილერ ადამსი (ბორნმუთი), სებასტიან ბერჰალტერი (ვანკუვერ უაითქეფსი), უესტონ მაკკენი (იუვენტუსი), ჯიო რეინა (გლადბახი), კრისტიან როლდანი (სიეტლ სანდერსი), მალიკ ტილმანი (ლევერკუზენი)
თავდამსხმელები - ბრენდენ აარონსონი (ლიდს იუნაიტედი), ფოლარინ ბალოგუნი (მონაკო),რიკარდო პეპი (პსვ), კრისტიან პულისიჩი (მილანი), ტიმ ვეა (მარსელი), ჰაჯი რაიტი (ქოვენთრი), ალეხანდრო ზენდეგასი (კლუბ ამერიკა)