თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე W35 კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირზე, სოფია შაფათავამ გამოსვლა 1/4 ფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ორი მატჩის მოგების შემდეგ, ქართველი რუმინელ ანდრეეა პრისაჩარიუს შეხვდა - მე-3 სეტში, როცა ანგარიში მეტოქემ 1:0 წაიყვანა, შაფათავამ თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო (7:5; 1:6; 0:1).
სოფია შაფათავა, რომელიც 12 იანვარს 37 წლის ხდება, WTA-ის რეიტინგში ამჟამად 381-ე ადგილზეა.