მატჩისწინა ვარჯიში ათენში - 21-წლამდე ნაკრები ხვალ საბერძნეთს ხვდება
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ათენის პანათინაიკოსის სტადიონ ლეოფოროსზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა - ხვალ ევრო 2027-ის საკვალიფიკაციოს ეტაპის F ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან შეხვედრაა.
ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთთანაც და გერმანიასთანაც ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი იეგოიანის გარეშე ითამაშებს - ნიდერლანდების ექსელსიორის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო.
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი);
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ოთარ ჩოჩია (გაგრა), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია);
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი);
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული).
შესარჩევის 3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ, 6 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ხოლო ჩვენი ხვალინდელი მეტოქე საბერძნეთი, 9 ქულით, ლიდერია.
რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთთან მატჩს 14 ნოემბერს, პანათინაიკოსის სტადიონ ლეოფოროსზე გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.