საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 ნოემბერს, შეკრების მე-4 ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური გიორგი გოჩოლეიშვილს გაესაუბრა.
"ოქტომბრის სანაკრებო პაუზა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვინდოდა. ძალიან მოტივირებულები ვართ. ესპანეთთან მატჩის მსგავსად, რთული შეხვედრა გველის ბულგარეთში. მეტოქე საკუთარ მოედანზე თამაშობს და ვეცდებით, თამაში ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ", - ამბობს გოჩოლეიშვილი.
გიორგი გოჩოლეიშვილს საქართველოს ნაკრების მაისურით 17 მატჩი აქვს ჩატარებული - საგოლე მოქმედება ჯერჯერობით არ შეუსრულებია.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშებს.