VIDEO: ლორიამ პენალტი მოიგერია - დინამომ რუსთავთან უგოლო ფრე ითამაშა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-3 ტურის ეგიდით, დინამო თბილისმა სეზონის დებიუტანტ რუსთავს უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.
მატჩი არც ისე უხვმომენტიანი გამოდგა, ყველაზე რეალური შანსი კი რუსთაველებმა მიიღეს - 58-ე წუთზე, ჟან სოუზას გიორგი ლორიამ პენალტი აუღო.
გუნდები ერთმანეთს 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაუპირისპირდნენ და დინამოელებმა რუსთაველებთან ზედიზედ მე-8 წაუგებელი თამაში ჩაატარეს - 6 მოგება და 2 ფრე.
შედეგად, 2026 წლის სეზონის 2-2 მატჩის შემდეგ, ორივე გუნდს 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან - ლიდერ სპაერთან სხვაობა 2 ქულაა (სპაერმა 3 ტურში ითამაშა).
15 მარტს, დინამო თბილისი ტურის მთავარ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ს ესტუმრება, ხოლო გია ცეცაძის რუსთავი გაგრას მიიღებს.