საქართველოს ძიუდოს ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გასამარ გრან პრიზე 9 სპორტსმენით იასპარეზებს. ძიუდოს ფედერაციამ დაასახელა ის ჯუდოკები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გათამაშებაზე წარმოადგენენ.
66 კგ. - ლაშა ნადირაძე და თორნიკე მაზიაშვილი;
73 კგ. - გიორგი იანთბელიძე და თორნიკე მოსიაშვილი;
81 კგ. - ირაკლი ბეროშვილი;
90 კგ. - ლუკა მაისურაძე და მიხეილ კუპრაშვილი;
100 კგ. - საბა ინანეიშვილი და გელა ზაალიშვილი.
ზაგრების გრან პრის შეხვედრები ხვალიდან, 14 ნოემბრიდან დაიწყება და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ორთაბრძოლები დილის 11:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკების დაწყების დრო 17:00 საათი გახლავთ.