დინამო თბილისი, UEFA Youth League-ის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, საკვალიფიკაციოს მე-3 რაუნდში დინამო მინსკს შეხვდება. გუნდებს შორის ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.
პირველი თამაში, რომელშიც ნომინალური მასპინძელი ბელორუსული გუნდი იქნება, 5 დეკემბერს, 16:00 საათიდან დაიწყება და მასზე მაყურებლები არ დაიშვებიან. საპასუხო შეხვედრა კი, რომელშიც მასპინძლის სტატუსი უკვე ჩვენს დინამოს ექნება, 10 დეკემბერსაა ჩანიშნული - 18:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული UEFA Youth League-ის ძირითად ბადეში გავა და ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, დინამო თბილისმა, საკვალიფიკაციოს პირველ და მეორე ეტაპზე, ბოსნიური ჟრინსკი (1:1 და 3:0) და კვიპროსული აეკ ლარნაკა (4:3 და 2:0) დაამარცხა.