საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ნოემბერს, შეკრების მე-3 ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ოთარ კიტეიშვილს გაესაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის ვემზადებით. მართალია, ჯგუფიდან გასასვლელად ფაქტობრივად სასწაული გვჭირდება, მაგრამ ჩვენთვის, ნაკრების თითოეული წევრისთვის, ძალიან მნიშვენლოვანი შეხვედრებია.
გვსურს, პირველ რიგში, საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ის გუნდური სულისკვეთება ისევ დიდი რაოდენობით გვაქვს და გუნდურად ზრდას ვაგრძელებთ, ხოლო ჩავარდნა, რომელიც ბოლო პერიოდში გვაქვს, დროებითი იყო და ამას. იმედი მაქვს, აუცილებლად გამოვასწორებთ", - თქვა კიტეიშვილმა.
კიტეიშვილისთვის ნაკრებში მომდევნო თამაში 50-ე იქნება - აქტივში 4 გოლი და 9 ასისტი აქვს. ჩვენი ნაკრების ისტორიაში მასზე მეტი საგოლე პასი 3 ფეხბურთელს აქვს - გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას (10-10) და ყველა დროის რეკორდსმენ გოჩა ჯამარაულს (14).
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი სოფიაში, ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია