15 ნოემბერს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, დინამო არენაზე, საქართველოს ნაკრები ესპანეთს მიიღებს.
უეფას ოფიციალური საიტის მიხედვით, უკვე ცნობილია თუ ვინ იქნება შეხვედრის მთავარი მსაჯი.
მატჩს ფრანგი ბენუა ბასტიენი განსჯის, რომელმაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში იმუშავა და ჯამში მოთამაშეებს 25 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა, სულ კი 2 პენალტი დანიშნა.
42 წლის არბიტრმა ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენის 3 შეხვედრაში იმსაჯა:
ნანტი 0-1 პსჟ (2 ყვითელი ბარათი)
ლილი 1-1 პსჟ (2 ყვითელი ბარათი)
ლიონი 2-3 პსჟ (7 ყვითელი ბარათი, 1 მეორე ყვითელი ბარათი)
ბასტიენმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვანისა და კაირათის თამაშიც განსაჯა, სადაც 11 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა მოთამაშეებს. ამ მატჩში სლოვანიდან მონაწილეობა გურამ კაშიამ, ხოლო კაირათიდან გიორგი ზარიამ მიიღო. ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
ფრანგმა არბიტრმა საქართველოს ნაკრების მატჩშიც იმსაჯა. 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშში შვედეთმა 1-0 ვიქტორ კლაესონის გოლით იმარჯვა. ბასტიენმა მოთამაშეებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა, აქედან 1 კი - ლაშა დვალს.
2023 წელს კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბასტიენმა ესპანეთისა და ნორვეგიის შეხვედრა განსაჯა, რომელიც ფურია როხას გამარჯვებით 3-0 დასრულდა. ფრანგს ყვითელი ბარათის გამოყენება 2-ჯერ მოუწია.
საქართველო-ესპანეთის მატჩში ბენუა ბასტიენს ასისტენტობას ასევე ფრანგი ჰიშამ ზაქრანი და ორელიენ ბერტომეუ გაუწევენ, მეოთხე მსაჯი ფრანგი რომან ლისორჟი იქნება, VAR-ის ოთახში კი ფრანგი მატიე ვერნისი და ბელგიელი ნათან ვერბუმენი იმუშავებენ.
საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.