ქაოსი სერია A-ში: რომაული დერბი შუადღის 12 საათზე ჩაინიშნა
იტალიის ჩემპიონატში საორგანიზაციო კრიზისია. ხანგრძლივი დავის შემდეგ გადაწყდა, რომ ხუთი ცენტრალური მატჩი, მათ შორის რომა-ლაციო, კვირას შუადღის 12:00 საათზე დაიწყება.
მიზეზი სტადიო ოლიმპიკოსთან დაგეგმილი ჩოგბურთის ტურნირია, რის გამოც პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით მატჩის გადმოწევა მოითხოვა. გადაწყვეტილებამ მაურიციო სარის პროტესტი გამოიწვია, მწვრთნელი ბოიკოტით იმუქრება და აცხადებს, რომ შუადღის სიცხეში თამაშს არ აპირებს.
კალენდრის გამო დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს, თუმცა სერია A-ს ხელმძღვანელობამ კომპრომისზე უარი თქვა.