• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ინტერმა კოპა იტალია მოიგო და შიდა დუბლი გაიფორმა
ფეხბურთიფეხბურთი

ინტერმა კოპა იტალია მოიგო და შიდა დუბლი გაიფორმა

20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინტერმა სტადიო ოლიმპიკოზე ლაციოს 2:0 დამარცხებით ისტორიაში მე-10 კოპა იტალია მოიგო და 2010 წლის შემდეგ პირველად შეასრულა შიდა დუბლი.


მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდების ოთხი დღით ადრე გამართული შეხვედრა პრაქტიკულად აღარაფერი წყვეტდა, ინტერის დამაჯერებელმა 3:0 გამარჯვებამ სწორედ ამავე სტადიონზე, უდავოდ, ფსიქოლოგიური უპირატესობა მისცა ფინალის წინ.


და რამდენიმე უხეში შეჯახების გარდა მატჩის დასაწყისში, სერია A-ს ჩემპიონები თამაშს სრულად აკონტროლებდნენ და მე-14 წუთზე დამსახურებულად დაწინაურდნენ.


ფედერიკო დიმარკოს კუთხურის შემდეგ მარკუს ტურამი ახლო ძელთან ბურთს ოდნავ შეეხო, რის შემდეგაც ბურთი ადამ მარუშიჩს თავში მოხვდა და საკუთარ კარში აღმოჩნდა.


ინტერის დაუნდობელმა პრესინგმა მეორე გოლშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა - ნუნუ ტავარეშს მარჯვენა ფლანგზე დენზელ დუმფრისმა ბურთი აართვა, შემდეგ საგოლე გადაცემა ლაუტარო მარტინესს გაუკეთა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა.


ინტერი გახდა იუვენტუსის შემდეგ პირველი გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში სერია A და კოპა იტალია მოიგო. ტურინელებმა ეს 2017/18 სეზონში მოახერხეს. შედეგად, კრისტიან კივუსთვის წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ დარჩენილი 2 მატჩი უკვე ერთგვარ საპატიო ტურად იქცა.


ამავდროულად, ლაციომ ხელიდან გაუშვა ბოლო შანსი, მოეპოვებინა მომავალი სეზონის ევროტურნირების საგზური და ახლა შეეცდება თავიდან აიცილოს ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა სეზონს სერია A-ს ქვედა ნახევარში დაასრულებს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ინტერი
კოპა იტალია
ლაციო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ინტერი იტალიის 21-გზის ჩემპიონია - გამარჯვება პარმასთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერი იტალიის 21-გზის ჩემპიონია - გამარჯვება პარმასთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაუტარო: "ისეთი რაღაცები დავინახე, რაც არ მომეწონა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლაუტარო: "ისეთი რაღაცები დავინახე, რაც არ მომეწონა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

12-მა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

12-მა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფინალის რეპეტიცია - ინტერმა ლაციო გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფინალის რეპეტიცია - ინტერმა ლაციო გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

04 მაი, 2026

ინტერი იტალიის 21-გზის ჩემპიონია - გამარჯვება პარმასთან

News image

04 მაი, 2026

ლაუტარო: "ისეთი რაღაცები დავინახე, რაც არ მომეწონა"

News image

04 მაი, 2026

12-მა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე გაინაღდა

News image

09 მაი, 2026

VIDEO: ფინალის რეპეტიცია - ინტერმა ლაციო გაანადგურა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება