ლაუტარო მარტინესი აღიარებს, რომ სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე თანაგუნდელების მიმართ ნათქვამ მკაცრ სიტყვებს არ ნანობს. პარმასთან მატჩში საჩემპიონო ტიტულის გასანაღდებლად ერთი ქულაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.
ინტერი იტალიის 21-გზის ჩემპიონია - გამარჯვება პარმასთან
ზაფხულში, სეზონი უტიტულოდ დასასრულისა და სიმონე ინძაგის წასვლისას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდი ახალი მწვრთნელის, კრისტიან კივუს თანხლებით გაემგზავრა. გუნდში იმ პერიოდში დაძაბულობა იგრძნობოდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ზოგიერთი თანაგუნდელი, განსაკუთრებით კი ჰაკან ჩალჰანოგლუ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გუნდში მხოლოდ ის ფეხბურთელები უნდა დარჩენილიყვნენ, ვისაც ეს ნამდვილად სურდა.
ლაუტარომ განაცხადა:
რაც იმ მომენტში ვთქვი, ზუსტად ის იყო, რასაც ვგრძნობდი და გულში ვიკლავდი. ეს დაგეგმილი არ ყოფილა, უბრალოდ დავინახე ისეთი რაღაცები, რაც არ მომეწონა და ვთქვი ის, რასაც ვფიქრობდი.
მისი თქმით, ახლა ყველა ძალიან ბედნიერია, რადგან ისეთი სეზონის შემდეგ, სადაც გუნდმა ბოლო წამებზე ყველა ტურნირი წააგო, ხელახლა დაწყება მარტივი არ იყო და ამ მიღწევით ძალიან ამაყობს.
ბოლო 37 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინტერმა სკუდეტოს განაღდება სან სიროზე შეძლო. ამასთან, გუნდმა მიმდინარე სეზონში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. ლაუტარომ აღნიშნა, რომ გუნდი წლებია სტაბილურად თამაშობს იტალიასა და ევროპაში, თუმცა გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო მეტი წინსვლაა საჭირო. მან ასევე ხაზი გაუსვა გუნდის ერთიანობას ასეთ დაძაბულ ჩემპიონატში.