VIDEO: ფინალის რეპეტიცია - ინტერმა ლაციო გაანადგურა
09 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურში ლაციომ სტადიო ოლიმპიკოზე ჩემპიონი ინტერი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-6 წუთზე სტუმრები ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, ტაიმის ბოლოს კი არგენტინელმა უკვე საგოლე პასი მიითვალა, პეტარ სუჩიჩმა კი სხვაობა ორამდე გაზარდა.
59-ე წუთზე რომაელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ალესიო რომანიოლიმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და ლაციო 10 კაცით დარჩა. 76-ე წუთზე კი ჰენრიხ მხითარიანმაც გამოიჩინა თავი და ინტერმა ლაციო 0-3 გაანადგურა.
ჩემპიონ ინტერს 85 ქულა დაუგროვდა, ლაციო კი 51 ქულით მე-8 ადგილზეა და ევროზონაში მყოფ კომოს უკვე 11 ქულით ჩამორჩება.
ბომბარდირთა დავაში 17 გოლი დაუგროვდა ლაუტარო მარტინესს, რომელიც თანაგუნდელ მარკუს ტურამს 4 გოლით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ გუნდების მომდევნო მატჩი ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ შედგება. 13 მაისს ლაციო და ინტერი იტალიის თასის ფინალში შეხვდებიან.