კილიან მბაპემ მაროკოსთან გუშინდელ მატჩში ვერ გამოყენებულ პენალტზე ისაუბრა.
მსაჯმა მაზრაუის მბაპეზე დაჯარიმების გამო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელსაც შემდეგ VAR-ზე საკმაოდ დიდხანს ამოწმებდნენ. საბოლოოდ, პენალტის დანიშვნიდან დარტყმამდე 3 წუთზე ოდნავ მეტი გავიდა, რის შემდეგაც მბაპემ ნიშნულიდან იასინ ბონოს ვერ აჯობა.
„პენალტი ძალიან ცუდად დავარტყი, თუმცა ამის ახსნა გაუგებრობით შემიძლია.
მსაჯმა მითხრა, რომ პენალტია, გავემზადე ფსიქოლოგიურად დასარტყმელად, შემდეგ კი მითხრა, რომ შესაძლოა პენალტი სულაც არ დაინიშნოს.
საბოლოოდ, ყურადღება გამეფანტა. მსგავსი რაღაც საფეხბურთო მოედანზე პირველად დამემართა." - აღნიშნა ფრანგების კაპიტანმა გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლის გატანა მაინც მოახერხა.