მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მოედანზე უბურთოდ თამაშის გამო მიღებულ კრიტიკას უპასუხა.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, თუმცა ასეთია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც წლებია უმაღლეს დონეზე თამაშობს. ახალბედა აღარ ვარ. ყველამ დიდი ხანია იცის, რისი გაკეთება მიჭირს და რისი - არა. ვფიქრობ, აქ ადამიანური ფაქტორი მოქმედებს.
ადამიანებს სჩვევიათ ყურადღების მიქცევა იმაზე, რასაც ფეხბურთელი არ აკეთებს. როცა ვინმე რაღაცას ათი წლის განმავლობაში აკეთებს, თვითონ იმ მოქმედებებს უკვე აღარავინ უყურებს - ყველამ იცის, რომ მას ეს შეუძლია.
ამიტომ ხალხი ყოველთვის ცდილობს იპოვოს ის, რასაც ის არ აკეთებს. თუმცა მე ამას პირად შეურაცხყოფად არ აღვიქვამ და ჩემს თავზე არ ვიღებ“, - განაცხადა მბაპემ.