მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ კრიტიკისადმი თვისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
„კრიტიკას გაწონასწორებულად ვუდგები. არსებობს კონსტრუქციული კრიტიკა და არსებობს ალოგიკური. კრიტიკა არ მაშინებს და გადაწყვეტილების მიღებისას არ ვფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება გამაკრიტიკონ.
თუ ვიცი, რომ გადაწყვეტილება ჩემთვის სწორია, ან თუნდაც არც ისე სწორი, მაგრამ აუცილებელი, ჩემი კარიერა ამტკიცებს, რომ წინსვლას განვაგრძობ.
არუმენტი, თითქოს ჩემი ბევრი გოლის მიუხედავად გუნდი ზარალდება, ალოგიკურად მიმაჩნია. გოლი რომ ვერ გავიტანო, მკითხავენ, რატომ ვერ გაგაქვსო.
ერთი რამ გავიაზრე: როცა ფეხბურთელი ხარ, მილიონობით მწვრთნელი გიჩნდება თავისი მოსაზრებით თითოეულ მატჩზე და ყველა მათგანი როდია ბედნიერი პირად ცხოვრებაში.
ყველას თავისი თვალსაზრისი აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეხბურთის არსი გოლების გატანაა - თანაც იმაზე მეტის, ვიდრე მეტოქე გაიტანს“, - განაცხადა მბაპემ.