კილიან მბაპეს აზრით, წლევანდელი ოქროს ბურთის მოგების შანსი არ აქვს.
წარმოვიდგინოთ, რომ ოქროს ბურთზე ხმის მიცემის უფლება მოგცეს. პრეტენდენტებს შორის არიან თქვენი მეგობრები - უსმან დემბელე და აშრაფ ჰაკიმი... ან იქნებ, თქვენც?
„არა, მე წელს ვერ მოვიგებ. მეგობრებს შორის არჩევანსაც ვერ გავაკეთებ.
მთავარია, მათი კარგი ასპარეზობა დაფასდა. ორივე შემთხვევაში მე ძალიან ბედნიერი ვიქნები." - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა.
ოქროს ბურთის დაჯილდოვება 22 სექტემბერს, პარიზში გაიმართება.