კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში თამაშიდან 50 საგოლე მომენტი შექმნა და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ-5 ლიგების ლიდერია.
მეორე ადგილზე ატალანტას ნახევარმცველი შარლ დე კეტელარეა – 44 შექმნილი მომენტით, მესამე პოზიციაზე კი ბაიერნის ვინგერი ოლისე (43).
მეოთხე ადგილს 42-42 მომენტით ინაწილებენ ლამინ იამალი (ბარსელონა) და ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი).
მეექვსე პოზიციაზე ნიკოლო ბარელაა (ინტერი, 41). მეშვიდე ადგილს 39-39 მომენტით იყოფენ ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი), რომანო შმიდტი (ვერდერი) და ვინისიუს ჯუნიორი (რეალი).
ტოპ-10-ს ბარსელონას ნახევარმცველი პედრი ასრულებს – 38 შექმნილი საგოლე მომენტით.
