• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მბაპემ მესის მუნდიალების რეკორდი მოხსნა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მბაპემ მესის მუნდიალების რეკორდი მოხსნა

11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კილიან მბაპემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მატჩში ინგლისის წინააღმდეგ დუბლის შესრულებით ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რეკორდი მოხსნა.


საფრანგეთის ნაკრების მე-10 ნომერმა მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობა 22-მდე გაზარდა, აქედან 10 მიმდინარე ტურნირზე გაიტანა, და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მესის გადაასწრო.


მბაპეს ისტორიული რეკორდის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 22 მატჩი დასჭირდა, მაშინ როცა არგენტინელმა ლეგენდამ ამ მაჩვენებელს 32 შეხვედრაში მიაღწია.


ფრანგი ფორვარდი შთამბეჭდავ საშუალო შედეგს ინარჩუნებს - ზუსტად 1 გოლი თითო მატჩში.


მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე 2018, 2022 და 2026 წლებში ბრწყინვალედ იასპარეზე. მის ანგარიშზე უკვე ერთი მსოფლიო ტიტული და ორი ფინალია, ხოლო ამ ტურნირებით ის საკუთარი მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამყარებას აგრძელებს.


27 წლის თავდამსხმელმა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს კაპიტნის რანგში ულიდერა. ეს სტატუსი მან 2023 წელს, დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით მიიღო.


მიმდინარე ტურნირის განმავლობაში მბაპემ ოლივიე ჟირუს გადაასწრო და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალში არაერთგვაროვანი სეზონი ჰქონდა და მსოფლიო ჩემპიონატს ტრავმის ფონზე შეხვდა.


თუმცა, მისი რეკორდი შესაძლოა დიდხანს არ შენარჩუნდეს. ლიონელ მესის ექნება შანსი ეს მაჩვენებელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ გააუმჯობესოს და არა მხოლოდ რეკორდი დაიბრუნოს, არამედ არგენტინას ზედიზედ მეორე მსოფლიო ტიტულის მოგებაშიც დაეხმაროს.


მიუხედავად ამისა, მბაპე მესიზე 12 წლით უმცროსია და დიდი ალბათობით, კიდევ 2 ან 3 მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასაც შეძლებს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მბაპე
argentina
მესი
france

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ადრიენ რაბიო: „ზოგიერთის დამოკიდებულებამ გამაოგნა“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ადრიენ რაბიო: „ზოგიერთის დამოკიდებულებამ გამაოგნა“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„მამას ეს მოეწონებოდა", - მარადონას შვილი არგენტინელების ბანერზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„მამას ეს მოეწონებოდა", - მარადონას შვილი არგენტინელების ბანერზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მარადონას შვილი: „მამაჩემი უცხოპლანეტელი იყო, მესი - ადამიანებს შორის პირველია"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მარადონას შვილი: „მამაჩემი უცხოპლანეტელი იყო, მესი - ადამიანებს შორის პირველია"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მაიკლ ოლისემ ინგლისთან მარცხის შემდეგ გასახდელში იტირა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მაიკლ ოლისემ ინგლისთან მარცხის შემდეგ გასახდელში იტირა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

28 წთ წინ

ადრიენ რაბიო: „ზოგიერთის დამოკიდებულებამ გამაოგნა“

News image

20 წთ წინ

„მამას ეს მოეწონებოდა", - მარადონას შვილი არგენტინელების ბანერზე

News image

15 წთ წინ

მარადონას შვილი: „მამაჩემი უცხოპლანეტელი იყო, მესი - ადამიანებს შორის პირველია"

News image

4 წთ წინ

მაიკლ ოლისემ ინგლისთან მარცხის შემდეგ გასახდელში იტირა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება