კევინ დე ბრუინი კუნთის სერიოზული დაზიანების გამო რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
ცუდი ამბავი ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა. ბელგიელმა ტრავმა შაბათს, ინტერთან პენალტის შესრულების დროს მიიღო.
საბოლოო ტესტებმა მარჯვენა ბარძაყის მაღალი ხარისხის დაზიანება დაადასტურა, რაც გამოჯანმრთელების ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს.
34 წლის კევინ დე ბრუინი ამ ტრავმის გამო დაახლოებით 3 თვე ვერ ითამაშებს.
სერია ა-ს 8 ტურის შემდეგ, ნაპოლი რომასთან ერთად სატურნირო ცხრილს 18 ქულით ლიდერობს.