მილანში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურული ციგურაობის ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ნიკა ეგაძემ გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა.
ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 175.16 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 260.27 ქულა დააგროვა, რაც მე-10 შედეგი აღმოჩნდა.
ოლიმპიური ოქრო ყაზახმა მიხაილ შაიდოროვმა მოიპოვა, ვერცხლი - იაპონელმა იამა კაგიამამ, ბრინჯაო კი კიდევ ერთ იაპონელ სუნ სატოს ერგო.
15 თებერვალს, უკვე წყვილების მოკლე პროგრამით, ყინულზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ვიხილავთ.